geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

„უმაღლესი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის პირველი და  მე-2 ნაწილების, 53-ე  მუხლის  პირველი,  მე-2 და მე-3  ნაწილების, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 56–ე მუხლის  მე-2  და მე-3 ნაწილების,57-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ“, და „პ“ ქვეპუნქტების, მე-9 და მე-11 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა  და  საფასურის  დამტკიცების   შესახებ“  №10/ნ ბრძანების №1 დანართის მე-2 უხლის მე-3 პუნქტი „ა-გ“ ქვეპუნქტების, სსიპ - განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის უფროსის 2025 წლის 30 ივნისის 2025- 2026 სასწავლო წლის  შემოდგომის სემესტრში, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის ერთი დაწესებულებიდან  სხვა  დაწესებულებაში გადასვლის (მობილობის) პროცესის ადმინისტრირებასთან დაკავშირებული ვადების განსაზღვრის შესახებ “ N1.1/67 ბრძანების საფუძველზე,

ვბრძანებ:

1.   განისაზღვროს 2026-2027 სასწავლო  წლის  შემოდგომის  სემესტრის  მობილობის ვადები:

ა) პროცედურული  ვადები:
ა.ა) დოკუმენტაციის მიღება – 11-15 სექტემბერი;
ა.ბ)  უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველ სტუდენტთა კრედიტების აღიარება – 11-16 სექტემბერი;
ა.გ)  სტუდენტთათვის აღიარებული კრედიტების გაცნობა და წერილობითი განცხადებით დადასტურება (თანხმობა/უარი) – 16-17 სექტემბერი;
ა.დ)  საგანმანათლებლო ერთეულების მიერ სასწავლო პროცესის მართვის დეპარტამენტისათვის ჩასარიცხ პირთა სიის წარდგენა – 18 სექტემბერი; 
ა.ე)  მობილობით ჩასარიცხ პირთა შესახებ ბრძანების პროექტის მომზადება და საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში ელექტრონულად ასახვა - 21 სექტემბერი;

ბ)  საგამოცდო ვადები (უნივერსიტეტში გადმოსვლის მსურველი დოქტორანტებისთვის/მაგისტრანტებისათვის):
ბ.ა) უცხო ენის გამოცდა (ინგლისური) – 15 სექტემბერი;
ბ.ბ) გამოცდის შედეგების გამოცხადება –16 სექტემბერი 13:00 სთ - მდე;
ბ.გ) გამოცდის შედეგების გასაჩივრება - 16 სექტემბერი 18:00 სთ - მდე;
ბ.დ) აპელაციის შედეგების გამოცხადება -18 სექტემბერი 13:00 სთ - მდე;
ბ.ე) გასაუბრება სპეციალობაში - 18 სექტემბერი;.

2.   განისაზღვროს წარმოსადგენი დოკუმენტების ნუსხა (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სათანადო წესით დამოწმებული):

ა) განცხადება;
ბ) სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის/მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
გ) პირადობის მოწმობის ასლი;
დ) წვევამდელის   სამხედრო-სააღრიცხვო   მოწმობის   ასლი   (ან   სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) სტუდენტის  სტატუსის  განმსაზღვრელი  ყველა  სამართლებრივი  აქტის ასლი;
ვ) სტუდენტის სასწავლო ბარათი;
ზ) უცხო  ქვეყანაში  მიღებული  განათლების  აღიარების  დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
თ) სადოქტორო პროგრამის ხელმძღვანელის თანხმობა  (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ი) სავარაუდო სამეცნიერო  ხელმძღვანელის თანხმობა (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
კ)ერთსაფეხურიანი, ხუთწლიანი, უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან გათანაბრების დამადასტურებელი საბუთი (სსიპ - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული) (მხოლოდ დოქტორანტებისთვის).
ლ) უცხო  ენის ცოდნის დამადასტურებელი  საერთაშორისო  სერტიფიკატის დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
მ) უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის    ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

3.   ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება დაევალოს უნივერსიტეტის საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს. 
4.   დაევალოს კანცელარიას, ბრძანება განათავსოს ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე და გადასცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს;
5.   ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
6.   წინამდებარე ბრძანება დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრებული იქნას კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლის დღიდან 1 თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი N64).

 


რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნინო გვენეტაძე